ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-დან "ალ ჰილალში" გადაბარგდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის კლუბი ავრცელებს.
"ალ ჰილალმა" ნეიმარს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ამ პერიოდის განმავლობაში 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
"ეკიპის" ცნობით, ბონუსებიანად პარიზული კლუბი ტრანსფერში 120 მილიონს მიიღებს.
ნეიმარმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.