"საჯაროდ ბოდიშს ვუხდი, ჩემი სიტყვები უადგილო იყო" - მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისს პატიებას სთხოვს

AutoSharing Option
მარიო რუის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ TV Play-ს ეთერში "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მიმართა და რამდენიმე დღის წინ მიცემული სკანდალური ინტერვიუს გამო ბოდიში მოიხადა.

მოგეხსენებათ, ჯუფრედიმ 72 წლის კინოპროდიუსერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მარიოს სათანადოდ ვერ აფასებდნენ და ტრანსფერს ითხოვდნენ, საბოლოოდ, პორტუგალიელმა "პარტენოპეისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"რა თქმა უნდა, უფრო მშვიდი უნდა ვყოფილიყავი, ჩემი სიტყვები უადგილო იყო და ასე შორს არ უნდა წავსულიყავი. ჩემმა ინტერვიუმ აურელიო დე ლაურენტისს გული ატკინა, რის გამოც მას საჯაროდ ბოდიშს ვუხდი. ნათლად გამოჩნდა, რომ მისი და
მარიოს ურთიერთობა არ შეცვლილა. აურელიო თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს და ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიჰყავს", - განაცხადა ჯუფრედიმ.

შეგახსენებთ, მარიო რუიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

altმარიო რუიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააგრძელა

altხვიჩა სტანდარტულებზე ვარჯიშობს - "ნაპოლი" შეიძლება ოსიმენის, ზილენსკის და მარიო რუის გარეშე დარჩეს

altმაურიციო სარიმ შესაძლოა "ლაციო" დატოვოს - მიზეზი მარიო რუია

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაფიოზია ფაქტიურად
ნიკა
12:49 17-08-2023
6
მიკირტუმ დე გასპარიჩი.
რატი
13:20 17-08-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული