სატრანსფერო საგა მოულოდნელი დასასრულით და უარი დიდ ფულზე საყვარელი კლუბის გამო - ნეაპოლს ახალი გმირი ჰყავს

AutoSharing Option
პიოტრ ზელინსკი "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლონელს "ალ ჰილალს" უკავშირებდნენ, 29 წლის ნახევარმცველმა არჩევანი "პარტენოპეიზე" გააკეთა და ამჟამინდელ კლუბში დარჩენა ამჯობინა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ზელინსკის 3-წლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდა.

მეტიც, პიოტრი მზადაა ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ნაკლებს დათანხმდეს, პოლონელი წელიწადში 4.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი მისი ხელფასი 3 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ, ზელინსკიმ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჯამში 37
მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altზელინსკიმ ისევ გადაიფიქრა - პოლონელი "ნაპოლიში" დარჩება

altAreanapoli-ს ინფორმაციით, ზელინსკი 11 აგვისტოს თანაგუნდელებს დაემშვიდობა - გეზი "ალ აჰლისკენ"?

altზელინსკი "ნაპოლიდან" მიდის - ინფორმაცია მისი ცოლის პოსტითაც დასტურდება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა გმირი,რის გმირი!!ჟურნალისტებს გიხდიან რომ,ასეთი სტატიები და სათაურები მიუძღვნათ!!ერთი უპერსპექტივო ბიჭია რომელიც,ვეღარასოდეს განვითარდება!!ესაა მისი პიკი!!
გენო
12:21 18-08-2023
3
ერთი საშუალო ფეხბურთელია.ეგეთი დონის ფეხბურთელები არიან ნავალომ.
კახა ქ.
07:47 18-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული