მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" მაისურის მორგების შემდეგ, ლიონელ მესიმ 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა, გოლებს კი სუპერგმირების სტილში აღნიშნავს. 

"ჩემს შვილებს ახლა არდადეგები აქვთ, ყოველ საღამოს სუპერგმირებზე ფილმებს ვუყურებთ. ერთ დღეს ასეთი იდეა მოუვიდათ, გოლს როცა გავიტანდი მათი აღნიშვნა გამეკეთებინა. 

როდესაც საშინაო კედლებში ვთამაშობთ მხოლოდ მაშინ აღვნიშნავ ასე, რადგან ისინი სტადიონზე არიან, ამ მომენტით კი ბედნიერდებიან" - განაცხადა ლეომ. 

შეგახსენებთ, არგენტინელმა "მარველის" რამდენიმე პერსონაჟის საფირმო მოძრაობა უკვე შემოგვთავაზა - სპაიდერმენის, თორისა და შავი პანტერასი.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 8 /
მიუხედავად იმისა რომ მარადონათი იწყება ჩემი საფეხბურთო ინტოქსიკაცია 1990 წლის ჩემპიონატით და მანდედანვე მომყვება გერმანიის ნაკრების მიმართ ზიზღი , რომელიც 2014 კიდევ უფრო გამიმძაფრდა , მესი არის და იქნება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო , რადგან არავინ ისეთი ინტელექტით არ თამაშობდა ფეხბურთს როგორც ლეო , მისი ყველა მოქმედება , დარტყმაც , გოლიც და პასიც აზროვნებისა და უსწრაფესი ანალიზისა და ინტუიციის შედეგია . და კიდევ გარდა იმისა თუ საკლუბო და სანაკრებო დონეზე რას მიაღწია , პირადი მიღწევები აქვს ისეთი , რომელსაც ვერასოდეს ვეღარავინ შეცვლის. 8 ოქროს ბურთი არამგონია როდესმე ვინმემ მოიგოს .
ATP 16
19 აგვისტო 2023 20:59
2
ყველა დროის #1
შოთა
19 აგვისტო 2023 14:59
3
ხო რა, პელეს და მარადონას თანამედროვებმა რაც არ უნდა თქვან მესი არის პირველი ამ სპორტის ისტორიაში!!!
პ.ს. გარდა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისა არასდროს არ ვგულშევმატკივრობდი, თუმცა მისი პირველობა ეჭვქვეშ არ დამიყენებია
ზურა
19 აგვისტო 2023 17:40
5
მარადონა იყო არის და იქნება ნომერ პირველი ფეხბურთელი, გაანათლოს მისი სული, არგენტინის სიმბოლო
მგელი
19 აგვისტო 2023 19:26
12
მარადონას თამაშიც ნანახი მაქვს და მესისაც. სტადიონზეც მინახია ორივე. მესი მარადონასთან ახლოსაა, მაგრამ მას უკვე ვერასოდეს გაუტოლდება. პელე არ ვიცი, მისი თამაშის მხოლოდ ფრაგმენტები მაქვს ნანახი.
ქუთაისი
19 აგვისტო 2023 18:25
12
ძალიან დიდი პატივისცემა პელეს და მარადონას,მათ გარეშე ფეხბურთი ის არ იქნებოდა რაც დღესაა, წარმოიდგინეთ პელე რა დიდია როცა საქართველოში ყველაფერი გრანდიოზული,დიდი,საუკეთესო, პელესთან ასოცირდება. მაგრამ ძალიან რთულია 40-50 წლის წინანდელი ფეხბურთი დღევანდელს შეადარო,ყველა მიმართულებით,სისწრაფე,ძალა,აზროვნება.ამიტომ ვფიქრობ რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა.
საქართველო
19 აგვისტო 2023 18:45
1
მესი დიდი ხანია აღემატება მარადონას. სულ იმაზე იყო ლაპარაკი მსოფლიო ჩემპიონატიო. ახლა ამაზეც ვეღარავინ ილაპარაკებს. კოპა ამერიკაზე სამჯერ ითამაშა მარადონამ და ვერცერთხელ ფინალშიც ვერ მიაღწია. მესიმ შეგახსენებ მოიგო კოპა და სამჯერ ათამაშა ფინალში არგენტინა. საკლუბო კარიერაზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ამასაც რომ თავი დავანებოთ უმაღლესი კლასის ურთულესი გოლების რაოდენობით და ხარისხითაც ჯობნის ლეო დიეგოს, ურთულეს ასისტების მხრივ კი შედარებაც არ შეიძლება
ანტო
19 აგვისტო 2023 19:25
4
ამითაც არის მაგარი ფეხბურთი, მსჯელობა, კამათი, ვინ უფრო მაგარია. მე მარადონას თამაშიც მახსოვს, პლატინი, ზიკო და ა.შ. როცა გამოკითხვა იყო საუკუნის მაგარი ვინ იყო. მაშინ, 90 იანების ბოლო იყო, მე მგონი, ინტერნეტით მარადონამ მოიგო, იმიტომ რომ მაშინ ინტერნეტით, მხოლოდ ახალგაზრდები სარგებლობდნენ და პელეს თამაში ნანახი არ ქონდათ. ხოლო ისე გამოკითხვაში პელე დასახელდა პირველი. ახლა მარადონას და მესის შედარებისას, მესის წინ აყენებს ის, ვისაც მარადონა ნანახი არ ყავს. თორემ ორივე ვისაც უნახავს, ისინი რომ გამოკითხო, მესი მარადონაზე წინ უბრალოდ ვერ გავა, მიუხედავად მისი სიდიადისა. ჩემი აზრითაც ასეა მეგობრებო, ამიტომ მარადონას შეეშვით, და სხვები ადარეთ ერთმანეთს. ის ცალკეა, მაღლაა ყველასგან. ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია.
დიდება ფეხბურთს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
20 აგვისტო 2023 00:21
2

სიახლეები პოპულარული