მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" მაისურის მორგების შემდეგ, ლიონელ მესიმ 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა, გოლებს კი სუპერგმირების სტილში აღნიშნავს. 

"ჩემს შვილებს ახლა არდადეგები აქვთ, ყოველ საღამოს სუპერგმირებზე ფილმებს ვუყურებთ. ერთ დღეს ასეთი იდეა მოუვიდათ, გოლს როცა გავიტანდი მათი აღნიშვნა გამეკეთებინა. 

როდესაც საშინაო კედლებში ვთამაშობთ მხოლოდ მაშინ აღვნიშნავ ასე, რადგან ისინი სტადიონზე არიან, ამ მომენტით კი ბედნიერდებიან" - განაცხადა ლეომ. 

შეგახსენებთ, არგენტინელმა "მარველის" რამდენიმე პერსონაჟის საფირმო მოძრაობა უკვე შემოგვთავაზა - სპაიდერმენის, თორისა და შავი პანტერასი.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 8 /
ამითაც არის მაგარი ფეხბურთი, მსჯელობა, კამათი, ვინ უფრო მაგარია. მე მარადონას თამაშიც მახსოვს, პლატინი, ზიკო და ა.შ. როცა გამოკითხვა იყო საუკუნის მაგარი ვინ იყო. მაშინ, 90 იანების ბოლო იყო, მე მგონი, ინტერნეტით მარადონამ მოიგო, იმიტომ რომ მაშინ ინტერნეტით, მხოლოდ ახალგაზრდები სარგებლობდნენ და პელეს თამაში ნანახი არ ქონდათ. ხოლო ისე გამოკითხვაში პელე დასახელდა პირველი. ახლა მარადონას და მესის შედარებისას, მესის წინ აყენებს ის, ვისაც მარადონა ნანახი არ ყავს. თორემ ორივე ვისაც უნახავს, ისინი რომ გამოკითხო, მესი მარადონაზე წინ უბრალოდ ვერ გავა, მიუხედავად მისი სიდიადისა. ჩემი აზრითაც ასეა მეგობრებო, ამიტომ მარადონას შეეშვით, და სხვები ადარეთ ერთმანეთს. ის ცალკეა, მაღლაა ყველასგან. ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია.
დიდება ფეხბურთს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
00:21 20-08-2023
2
მიუხედავად იმისა რომ მარადონათი იწყება ჩემი საფეხბურთო ინტოქსიკაცია 1990 წლის ჩემპიონატით და მანდედანვე მომყვება გერმანიის ნაკრების მიმართ ზიზღი , რომელიც 2014 კიდევ უფრო გამიმძაფრდა , მესი არის და იქნება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო , რადგან არავინ ისეთი ინტელექტით არ თამაშობდა ფეხბურთს როგორც ლეო , მისი ყველა მოქმედება , დარტყმაც , გოლიც და პასიც აზროვნებისა და უსწრაფესი ანალიზისა და ინტუიციის შედეგია . და კიდევ გარდა იმისა თუ საკლუბო და სანაკრებო დონეზე რას მიაღწია , პირადი მიღწევები აქვს ისეთი , რომელსაც ვერასოდეს ვეღარავინ შეცვლის. 8 ოქროს ბურთი არამგონია როდესმე ვინმემ მოიგოს .
ATP 16
20:59 19-08-2023
2

სიახლეები პოპულარული