სკანდალი. ესპანელ ფეხბურთელ ქალს ფედერაციის პრეზიდენტმა ტუჩებში აკოცა და ატყდა დავიდარაბა

AutoSharing Option
არ გაკოცო - არ იქნება, გაკოცო და ვიცი...

ავსტრალიაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ტიტული. მოთამაშეებისთვის ოქროს მედლების გადაცემისას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი 33 წლის თავდამსხმელ ჯენიფერ ერმოსოს ჩაეხუტა, შემდეგ კი ტუჩებში მგზნებარედ აკოცა და ატყდა ერთი ამბავი.

თავად ერმოსოს კოცნა არ გაუპროტესტებია, თანაგუნდელებმა მხოლოდ იხუმრეს და იხალისეს, მაგრამ სამაგიეროდ, აღნიშნულმა ფაქტმა ქვეყნის მთავრობის წევრების აღშფოთება გამოიწვია. სოციალური უფლებების მინისტრმა იონე ბელარამ თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ქალებზე სექსუალური ძალადობა უნდა შეწყდეს და
როდესაც მამაკაცები ამას სახალხოდ აკეთებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებენ ერთი-ერთზე დარჩენისას.

ბელარას მხარი თანასწორობის მინისტრმა ირენ მონტერომ დაუჭირა. "ეს სექსუალური ძალადობის ფორმაა. კოცნა ნებართვის გარეშე დაუშვებელია, რაც ჯერ კიდევ ვერ ავიყვანეთ კონტროლის ქვეშ. ამის გამო ქალები განიცდიან. მთელი საზოგადოების ამოცანა ამის შეცვლაა. თანხმობა - ეს მთავარია", - გამოაქვეყნა მონტერომ სოციალურ ქსელში პოსტი.

45 წლის რუბიალესს ისღა დარჩენოდა, ბოდიში მოეხადა. მან As-ს განუცხადა, რომ, რა თქმა უნდა, შეცდა, ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ერმოსოსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მაქსიმალურად ემოციურ მომენტში თავი ვერ შეიკავა და არავითარ მავნე განზრახვას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თავად "დაზარალებულმა" ერმოსომ კი ბრძანა, რომ სულაც არ გრძნობს თავს დაზარალებულად, პრეზიდენტი მათ საუკეთესოდ ექცეოდა და ეს მადლიერების, სიხარულისა და მეგობრობის ბუნებრივი ჟესტი იყო.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ალბათ ბევრს ახსოვს ფოტო,რომელზეც,ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი,რკინიგზის სადგურზე ,უცნობ გოგონას,ტუჩებში ჰკოცნის,ომის დამთავრების ცნობის მოსმენით გახარებული.არც დინამოს თამაშების დროს,გოლის აღნიშვნისას,სრულიად უცნობი ადამიანების ერთმანეთზე გადახვევა და გადაკოცნა იყო უცხო ხილი,მათ შორის ქალებისაც და არც იქ იღებდა ვინმე,ამას შეურაცხმყოფელად.დიდი საერთო სიხარული,ამ დროს,ასეთ საქციელს,სრულიად აცლის,რაიმე უღირსის შინაარსს და მხოლოდ ბინძური სულის ადამიანებს შეუძლიათ ამაში,რაიმე სხვა,უღირსი საქციელის დანახვა.მახსოვს,მგონი დანიელი სტუმრები,დელეგაციად იყვნენ ჩამოსული საქართველოში,ქართველებმა უმასპინძლეს,ზედ გადაჰყვნენ,აქეიფეს და ვახტანგურადაც დალიეს სადღეგრძელო,ტრადიციული გადაკოცნით!დაბრუნდნენ სამშობლოში და დაწერეს,რომ ქართველებს,ჰომოსექსუალისტური მიდრეკილებები აქვთო.საკუთარი მენტალიტეტიდან გამომდინარე შეაფასეს ქართველები,პიდარასტობის ხუმრობით დაბრალებისთვისაც კი,მთქმელის მოკვლა რომ შეეძლოთ,მაშინდელ დროში.აქაც ასეა,ფაქტს,ისეთ მნიშვნელობას ანიჭებენ,რაც იმ მომენტში აზრად არ მოსვლიათ არც ფეხბურთელს და არც პრეზიდენტს.ეს უბრალოდ დიდ სიხარულის გაზიარება და გამოხატვა იყო!
სოსო
17:45 06-09-2023
0
თანასწორობის მინისტრი? არ გაიგონ ბნელმა ენჯეოებმა თორემ აქაც მოითხოვენ იგივე სამინისტროს გახსნას, თუმცა მაგათ სიტყვას უკვე ჩალისფასი აქვს და სერიოზულადაც აღარავიმ აღიქვამს
ირაკლი
18:39 22-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული