"მადლობა ბაცილა ნეიმარის შეძენისათვის" - ბრაიტნერმა "ალ ჰილალს" მიმართა

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა პაულ ბრაიტნერმა საუდის არაბეთის "ალ ჰილალს" ნეიმარის შეძენის გამო მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, ძვირფასებო, ერთ-ერთი უდიადესი მსახიობის, ჟესტებისა და დრამატიზმის  ოსტატის, მისტერ ნეიმარის შეძენისათვის. ბაცილა მარცხენა ფლანგზე. ჩვენ მეტად ამ ყველაფრის მოთმენა აღარ მოგვიწევს.

რას აკეთებენ ისინი იქ თავიანთი ფულით? ისევე იქცევიან, როგორც 70-იან წლებში ამერიკელები ოპერის ლიგაში, ყიდულობენ ფეხბურთელებს წარმოუდგენელ თანხებად. დაე, ასევე გააგრძელონ", - ციტირებს ბრაიტნერს Bayerischer Rundfunk-ი.

"ალ ჰილალმა" ბრაზილიელი პსჟ-სგან ბონუსებიანად 120 მილიონ ევროდ შეიძინა და ორი წლის მანძილზე 160 მილიონს გადაუხდის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბრაიტნერი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა რუმენიგესთან ერთად სასწაულებს ახდენდა და მისი აზრი მნიშვნელივანია, მაგრამ რას ერჩის ნეიმარს, რომელთანაც ტექნიკით ახლოსაც ვერ მივა ვერ ვხვდები
სკარო
19:36 24-08-2023
1
ILIA-ს და G.LA-ს რა თქმა უნდა ვეთანხმები! შავი ასოებითაა ეს თამაში ჩაწერილი ბაიერნის და ბრაიტნერის ისტორიაში (მადრიდის ტურნირზე დინამო-ბავარია).
რაც შეეხება ნეიმარს! ჩემი აზრით ის უდიადესია 21-ე საუკუნის ისტორიაში. სტატისტიკის მოყვანასაც არ აქვს აზრი. რაც შეეხება სიმულანტობას!!! ნანახი გვაქვს უმეტესობას, თუნდაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის კოლაჟები, სადაც მოჩანს მისი "ყვინთაობა". და აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ჩეხავდნენ! მსაჯებს - იდიოტებს, ქონდათ შექმნილი მასზე წარმოდგენა, როგორც სიმულიანტზე და არ აჯარიმებდნენ მცველებს. და კიდევ მესამე! მასეთ სანახაობრივ ფეხბურთს, ფინტებს მესი და კვარაცხელია თუ აჩვენებენ. ასე რომ, პოლი (თუ პაული) ნუ ინერვიულებს, კრიშტიანოზე და ბენზემაზე მეტად ნეიმარს შეიყვარებენ იქ!
alexandre
14:56 24-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული