"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა პაულ ბრაიტნერმა საუდის არაბეთის "ალ ჰილალს" ნეიმარის შეძენის გამო მადლობა გადაუხადა.
"მადლობა, ძვირფასებო, ერთ-ერთი უდიადესი მსახიობის, ჟესტებისა და დრამატიზმის ოსტატის, მისტერ ნეიმარის შეძენისათვის. ბაცილა მარცხენა ფლანგზე. ჩვენ მეტად ამ ყველაფრის მოთმენა აღარ მოგვიწევს.
რას აკეთებენ ისინი იქ თავიანთი ფულით? ისევე იქცევიან, როგორც 70-იან წლებში ამერიკელები ოპერის ლიგაში, ყიდულობენ ფეხბურთელებს წარმოუდგენელ თანხებად. დაე, ასევე გააგრძელონ", - ციტირებს ბრაიტნერს Bayerischer Rundfunk-ი.
რას აკეთებენ ისინი იქ თავიანთი ფულით? ისევე იქცევიან, როგორც 70-იან წლებში ამერიკელები ოპერის ლიგაში, ყიდულობენ ფეხბურთელებს წარმოუდგენელ თანხებად. დაე, ასევე გააგრძელონ", - ციტირებს ბრაიტნერს Bayerischer Rundfunk-ი.
"ალ ჰილალმა" ბრაზილიელი პსჟ-სგან ბონუსებიანად 120 მილიონ ევროდ შეიძინა და ორი წლის მანძილზე 160 მილიონს გადაუხდის.
დინამოს უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ გერმანელებმა მოიმიზეზეს, მსაჯი ქართველებს ემხრობაო და მოედანი მატჩის დასრულებამდე დატოვეს.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მართლა ასე იყო.
განსაკუთრებით მაგრა ითამაშა გუცაევმა, რომელიც 3-4 ფეხბურთელს მუდმივად ამატავებდა.
ბრაიტნერზე გამახსენდა. ეგეც იქ იყო.
რაც შეეხება ნეიმარს! ჩემი აზრით ის უდიადესია 21-ე საუკუნის ისტორიაში. სტატისტიკის მოყვანასაც არ აქვს აზრი. რაც შეეხება სიმულანტობას!!! ნანახი გვაქვს უმეტესობას, თუნდაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის კოლაჟები, სადაც მოჩანს მისი "ყვინთაობა". და აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ჩეხავდნენ! მსაჯებს - იდიოტებს, ქონდათ შექმნილი მასზე წარმოდგენა, როგორც სიმულიანტზე და არ აჯარიმებდნენ მცველებს. და კიდევ მესამე! მასეთ სანახაობრივ ფეხბურთს, ფინტებს მესი და კვარაცხელია თუ აჩვენებენ. ასე რომ, პოლი (თუ პაული) ნუ ინერვიულებს, კრიშტიანოზე და ბენზემაზე მეტად ნეიმარს შეიყვარებენ იქ!