ოფიციალურად: დოკუ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჟერემი დოკუ კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია მანჩესტერულმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

"რენი" ბელგიელი შემტევის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე პეპ გვარდიოლას გუნდი კიდევ ერთი შემტევის დამატებას შეეცდება.

შეგახსენებთ, დოკუმ გასულ სეზონში "რენის" მაისურით ჯამში 35 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული