"მანჩესტერ იუნაიტედი" კუკურეიას ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი მარკ კუკურეიას ტრანსფერზე მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ლუკ შოუმ ტრავმა მიიღო, "წითელმა ეშმაკებმა" მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს და ესპანელი მცველი 3 შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთია.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "მანკუნიანელებს" კუკურეიას იჯარით აყვანა სურთ, თუმცა ეს რთული იქნება, რადგან "ჩელსის" ფეხბურთელთან განშორება არ სურს.

შეგახსენებთ, "ჩელსიმ" განაპირა მცველი 2022 წელს "ბრაიტონიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი კუკკუუურრრრ!!!!
პატივისცემით
14:48 27-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული