ედენ აზარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

AutoSharing Option
GFFN-ის ცნობით, ედენ აზარი 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ბელგიელს რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგიდან, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

როგორც იცით, გამოცდილმა შემტევმა ამ ზაფხულს გაწყვიტა "რეალთან" კონტრაქტი და ახლა თავისუფალი აგენტია.

მან მადრიდულ გრანდში 4 სეზონი გაატარა, რა დროშიც 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
აზარმა დიდი შეცდომა დაუშვა რეალში რო გადავიდა, რადგანაც რეალმა დაუნგრია საფეხბურთო კარიერა, როგორც კოუტინიოს ბარსელონამ, არადა ორივე თავიანთ გუნდებში ვარსკვლავები იყვნენ.
გია
30 აგვისტო 2023 16:43
9
რეალმა კი არ დაუნგრია,საკუთარმა მუცლის გვრემამ და სიზარმაცემ დაღუპა
დონ დიეგო
30 აგვისტო 2023 17:42
4
ლევანდოვსკისაც ეგ ემუქრება.
ლაშა
30 აგვისტო 2023 17:25
4
ყველა გამოხმაურება
ბურგერების მეფე დამსახურებულ პენსიაზე გადის.
Dima
30 აგვისტო 2023 15:42
2

სიახლეები პოპულარული