ედენ აზარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

AutoSharing Option
GFFN-ის ცნობით, ედენ აზარი 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ბელგიელს რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგიდან, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

როგორც იცით, გამოცდილმა შემტევმა ამ ზაფხულს გაწყვიტა "რეალთან" კონტრაქტი და ახლა თავისუფალი აგენტია.

მან მადრიდულ გრანდში 4 სეზონი გაატარა, რა დროშიც 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ბურგერების მეფე დამსახურებულ პენსიაზე გადის.
Dima
15:42 30-08-2023
2
აზარმა დიდი შეცდომა დაუშვა რეალში რო გადავიდა, რადგანაც რეალმა დაუნგრია საფეხბურთო კარიერა, როგორც კოუტინიოს ბარსელონამ, არადა ორივე თავიანთ გუნდებში ვარსკვლავები იყვნენ.
გია
16:43 30-08-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული