ua-football-ი The Athletic-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მიმდინარე სეზონში, შესაძლოა, კონფერენს ლიგაზე ორი მატჩი ჩაწყობილი იყო.
საუბარია სომხეთის "ალაშკერტისა" და მონტენეგროს ტივატის "არსენალისა" და "ფც რიგასა" (რიგის საფეხბურთო სკოლა) და გორჩე პეტროვოს "მაკედონიას" შეხვედრებზე.
გამოცემის ცნობით, ამ თამაშებზე ფსონების საეჭვო მოდელები დაფიქსირდა, რაც არაა გამორიცხული, გარიგების ელემენტების შემცველი იყოს.
ერევანში ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, "ალაშკერტმა" 20 ივლისს მეტოქე გასვლაზე 6:1 გაანადგურა, ხოლო "რიგამ" ორივეჯერ სძლია მოწინააღმდეგეს (1:0, 4:1).
"უეფა, თავისი ოდინდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდო ჩაწყობილი მატჩების გამოძიების ან თვით არსებული
პოტენციური გამოძიების თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რათა გამოძიების პროცესი საშიშროების წინაშე არ დააყენოს.
რაც შეეხება ეროვნულ დონეზე გარიგებულ შეხვედრებთან ბრძოლის მოღვაწეობას, უეფა წარმოადგენს საექსპერტო ცოდნის ფართო სპექტრს თავისი ეროვნული ასოციაციებისთვის, კერძოდ, საკუთარ ქსელში კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ოფიცერთა მონაცემებს, რომლებიც დანიშნული არიან ყველა ასოციაციის მიერ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ იყო საეჭვო ფსონების სქემების ინიციატორი. ამის უკან შეიძლება იდგნენ როგორც კლუბების თანამშრომლები, ასევე ცალკეული ფეხბურთელები, რომლებმაც მატჩების მიმდინარეობის გარკვეულ მოვლენებზე ფსონები დადეს, რაც წესებით აკრძალულია.