
33 წლის თვდამსხმელმა ლევან კუტალიამ ისრაელის "ნეს ცონა" დატოვა და კარიერას ერევნის "ალაშკერტში" გააგრძელებს.
"ალაშკერტი" გასულ სეზონში სომხეთის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს - პირველი მეტოქე მონტენეგროს ქალაქ ტივატის "არსენალი" იქნება.
"ალაშკერტში" 30 წლის ნახევარმცველი დავით ხურციძე თამაშობს, რომელიც ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.