"ამ სეზონში ახალ პოზიციაზე ითამაშებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Gazetta dello Sport-ი "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველი გარემარბი ამ სეზონში ძალებს 10-იანის პოზიციაზეც მოსინჯავს.

"ყველამ დავინახეთ, რომ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელია უფრო მეტად ცენტრში სჭირდება, ვიდრე ფლანგზე. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს, ხვიჩამ ძალები ახალ პოზიციაზე მოსინჯოს.

ზოგადად, "კვარა" ნახევრად გარემარბია და ნახევრად შემტევი. მას ექნება საშუალება, ჩაწოდებები განახორციელოს, ასევე, იპოვოს სივრცეები და კარში ხშირად დაარტყას.

მაგალითად, "სასუოლოსთან" მატჩში კვარაცხელიამ თამაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ ცენტრში შეიწია, რამაც შედეგი გამოიღო და მისი ზღაპრული
პასით დი ლორენცომ გაიტანა.

მართალია, სპალეტი კვარაცხელიას მხოლოდ გარემარბის პოზიციაზე განიხილავდა, თუმცა გარსიას ქართველი ნახევარმცველის პოზიციაზეც სჭირდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

alt"ახალი" კვარაცხელია - საგოლე პასი ცენტრიდან, მეტი თავისუფლება, ნაკლები დრიბლინგი და შესაძლო პერსპექტივები...

ასევე დაგაინტერესებთ