ოფიციალურად: პავარი "ინტერის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ბენჟამინ პავარი "ბაიერნიდან" კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ნერაძურიმ" გუშინ ღამით ოფიციალურად დაადასტურა.

მილანური კლუბი ფრანგი მცველის ტრანსფერში "რეკორდმაისტერს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად პავარმა კი ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

შეგახსენებთ, პავარის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა, თუმცა ჰარი მაგუაიერის "ვესტ ჰემში" ჩაშლილი ტრანსფერის გამო "წითელმა ეშმაკებმა" კიდევ ერთი მცველის დამატებაზე უარი განაცხადა.

altბენჟამენ პავარი "ინტერში" გადასვლაზე დათანხმდა

altპავარი "ბაიერნის" დასატოვებლად ემზადება

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პავარის გაძევება, მბაპეს ორი არჩათვლილი გოლი და პსჟ-ის "ბაიერნთან" მარცხი - "მილანმა" "ტოტენჰემს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული