"ნიცამ" და კასპერ შმეიხელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამრიგად, გამოცდილი დანიელი გოლკიპერი თავისუფალი აგენტი გახდა.
შეგახსენებთ, შმეიხელი "ნიცას" გასულ წელს, "ლესტერიდან" 2 მილიონ ევროდ შეუერთდა.