"ლაციოსთან" მარცხის შემდეგ დაუყოვნებლივ გარსიას შეხვდა - რა უთხრა დე ლაურენტისმა "ნაპოლის" თავკაცს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "ლაციოს" (1:2) დაპირისპირების შემდეგ "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის თავკაც რუდი გარსიასთან შეხვედრა გამართა.

Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, 72 წლის კინოპროდიუსერი რომაელებთან მარცხის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა ფრანგ სპეციალისტს ნდობას უცხადებს და იმედოვნებს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 16 სექტემბერს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

altcalcionapoli24: დე ლაურენტისის კლუბში კვარაცხელია თითქმის ყველაზე ნაკლებს იღებს, დემე პირველ ხუთეულშია

alt"შეიძლება 500 მილიონად დამარწმუნოთ, თუმცა ვიმეორებ..." - არაბეთში დე ლაურენტისის წერილზე ბევრი იცინეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ვიცი რაც შეიძლება ეთქვათ:
1. პრეზიდენტმა უთხრა: ხვიჩას მეტი დრო და თავისუფლება მიეციო. ლაციოსთან ადრე შეცვალეო...
2. გარსიამ უპასუხა: რაც ხელფასი აქვს, იმდენს ვათამაშებო....
გიორგი 50
13:46 05-09-2023
2
ამ ეტაპზე, რაღაც დროით უნდათ ხვიჩას როგორც ლიდერის მეორეხარისხოვან მოთამაშედ ქცევა და რასპადორით ჩანაცვლება, რომ ხელფასის მომატებაზე არ გამოთქვას პრეტენზია, მაგრამ როგორც ვნახეთ, ამ ვაიგეგმამ სრული ფიასკო განიცადა.რასპადორი ვერანაირად ვერ შეცვლის ხვიჩას!!! თან ამას ემატება დაცვასა და ნახევარდაცვაში უზარმაზარი ნაპრალების ქონა (კიმის შემცვლელის არ ყოფნა) მოწინააღმდეგის კონტრშეტევების დროს და ა.შ. ამ ყველაფრის გამო- შარშანდელ ნაპოლის თამაშთან და შედეგებთან მიახლოებულიც ვერ იქნება, ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს გულშემატკივრების დიდ უკმაყოფილებას,ამიტომ, წუწურაქს ლაურენტისს ურჩევია ჯიბეზე ხელი გაიკრას და ნორმალური ხელფასი მისცეს თუ არადა ხვიჩას მანდედან აბარგება გარდაუვალი ჩანს და უკეთესიც იქნება ყველასთვის!!
სოსო
21:32 05-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული