მოდრიჩი: ტრანსფერი საუდის არაბეთში? ჩემთვის პირველ ადგილზე მადრიდის "რეალია"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან საუდის არაბეთში გადასვლის შესახებ ისაუბრა. ხორვატი ნახევარმცველის თქმით, მას კარგი წინადადებები ჰქონდა, თუმცა კარიერის დასრულება "ბლანკოსის" რიგებში სურს.

"არაერთი წინადადება მივიღე, თუმცა 2012 წლიდან დღემდე, მადრიდის "რეალი" ჩემთვის ნომერ პირველია.

აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და მსურს კარიერა "რეალში" დავასრულო", - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, ხორვატი ნახევარმცველი "ბლანკოსს" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" შეუერთდა.

altმოდრიჩი კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კვლავ "რეალში" დარჩეს

altრონალდოს შემდეგ მოდრიჩიც - "ალ ნასრს" ლუკას შეძენაც სურს

altლუკა მოდრიჩი: ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრები არიან ხორვატები, მოსახლეობით ჩვენსავით არიან 4 მილიონამდე და მიუხედავად ამისა ორჯერ ბრინჯაო და ერთხელ ვერცხლი აიღეს მსოფლიო თასზე, მოდრიჩი ხო საერთოდ ფენომენია
მამუკა
09:37 09-09-2023
0

სიახლეები პოპულარული