წყაროს ცნობით, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს ნაკრების ჩაბარებას "მერსისაიდულ" კლუბში მუშაობის პარალელურად სთავაზობენ.
დათანხმდება თუ არა წინადადებას 56 წლის სპეციალისტი, ჯერჯერობით უცნობია.
Bild-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრების ჩაბარების ყველაზე რეალური კანდიდატი იულიან ნაგელსმანია, რომელიც ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.
შეგახსენებთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი იაპონიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:4) განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.
გერმანიის ნაკრების მწვრთნელს მორიგი წარუმატებლობა არ აპატიეს და გადააყენეს