"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ

AutoSharing Option
"როსტოვის" 22 წლის მცველ ილია ვახანიას (რომელიც მამით ქართველია) რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ეგვიპტის 23-წლამდელთა წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა, ამხანაგური მატჩი კი 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა RB Sport-ს ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტმა იმის შესახებაც ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა.

"ოფიციალური წინადადება საქართველოდან არასდროს ყოფილა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ყალბი გვერდიდან მომწერეს და მითხრეს, რომ სფფ-იდან იყვნენ და ნაკრებში მეპატიჟებოდნენ.

მიფიქრია თუ არა ამაზე? - არა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული და აჟამად მხოლოდ "როსტოვზე"
ვფიქრობ. ახლა ნაკრებში ვარ და რა თქმა უნდა, ეს კლუბში კარგმა ასპარეზობამ განაპირობა. ამიტომ, მთავარია, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინო", - თქვა ვახანიამ.

ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, სანკტპეტერბურგელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა და ამ სეზონის დაწყების წინ "როსტოვში" ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
Რაღაც დიდი ხანია მარადიშვილზე არაფერი გითქვამთ რა ხდება აღარ აქტიურობს მამამისი? ისე რა ¥ეა რომ იცოდეთ ის ტელეფონზე და მესიჯზეც არ უპასუხებთ
Ავტორს
14 სექტემბერი 2023 03:12
0
იმედია რეალურად მუშაობს ფედერაცია ამ ბიჭთან და არ ძინავთ!!! სომხები ბოლოვიაში და დასაკარგავში დასდევენ , ვინმე იყოს წარმოშობით ჩვ3ნიანიო და ეს ბიჭი კარგია, იმუშავეთ მასთან და ჩამოიყვანეთ აქ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
13 სექტემბერი 2023 09:03
2
ამხანაგურში თამაში არაფერს ნიშნავს, ოფიციალურში არ უნდა იყოს ნათამაშები.
Ucxo-ს
12 სექტემბერი 2023 19:44
0
Ეს დიმას ბიჭია???
Ავტორს
12 სექტემბერი 2023 19:27
1
რუსეთის ნაკრებში იმიტომ ათამაშეს 18 წუთი რომ.უცებ საქართველოს რომ დაეძახა ვეღარ წავა რადგან ნათამაშები აქვს რუსეთის ნაკრებში. ნახავთ თუ კიდევ გამოიძახებენ შეხედავენ თუ ითამაშა გამოიძახებენ მერე თუ არადა მანდ დამთავრდა მაგის კარიერა. რუსებმა ბევრი იწვნიეს და აღარ თოხლავენ მეტს ბავშვია და მოატყუეს.
Ucxo
12 სექტემბერი 2023 18:53
8
ჯერ გაიგე და მერე ისაუბრე.ამხანაგური თამაში არითვლება და ისე ნუიძახი რაც არიცი.ჯერ გაერკვიე სიტოვაციაში.
ილია
12 სექტემბერი 2023 20:03
1
თუ 23 წლამდელებში ითამაშა რატომ ვერ ითამაშებს?
lexsen
12 სექტემბერი 2023 19:21
0
საქართველოს ნაკრებს არ გამოადგება ამხანაგი ვაგანოვი.
ქ. გ.
12 სექტემბერი 2023 13:25
9
არ დამკავშირებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაო და ნაკრებში თვითონ მიწვევდა თავს? თან არ უთქვამს, რო რუსეთის ნაკრებში უნდა თამაში, კლუბის წარმატებაზე ვფიფქრობო, დაუძახეს და არ ჩამოვიდა? ტყუილა არ უნდა გალანძღო ადამიანი.
გოგა
12 სექტემბერი 2023 13:22
4
ეგ არაფერი, ცოტა ხანში აქ გადმობარგებული ყვარყვარისტებივით ალაპარაკდები. თქვენ ხომ ასე ძალიან გიყვართ ,,პლასტინკის" გადმობრუნება. ;)
მამუკა
12 სექტემბერი 2023 12:21
15
რუსეთის ნაკრებს არ გაუმართავს ეს შეხვედრა ოფიციალურად ფიფას ან უეფას ეგიდით და ილოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გამოვიდეს საქართველოს ნაკრებში! ფედერაცია არ აკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს, თორემ ეს საკითხი საზონოვთან ერთად უნდა მოგვარებულიყო! ილოს წარმატებები! კარგი კაცი ხარ!
მწვრთნელი
12 სექტემბერი 2023 11:35
16
სწორედაც იქცევი! აქაურ გიჟ დებილ ფანების შემყურე (ფანები კი არა სუფთა ფუნები არიან) შეურაცყოფის მეტი, რო არაფერი იციან, ნამდვილად არ ღირს მაგაზე ფიქრი. მანდ უფრო მიაღწევ წარმატებას ადრე თუ გვიან.
ილია წარმატება შენ!
12 სექტემბერი 2023 11:08
31
მართალს კი ამბობ! აქ არც ფანობა იციან და არც გულშემატკივრობა! პუტინ ხუილოს ძახილი გონიათ ამათ გუნდის ხგამხნებვება!
კოტე
16 ნოემბერი 2023 11:33
0

სიახლეები პოპულარული