"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ

AutoSharing Option
"როსტოვის" 22 წლის მცველ ილია ვახანიას (რომელიც მამით ქართველია) რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ეგვიპტის 23-წლამდელთა წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა, ამხანაგური მატჩი კი 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა RB Sport-ს ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტმა იმის შესახებაც ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა.

"ოფიციალური წინადადება საქართველოდან არასდროს ყოფილა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ყალბი გვერდიდან მომწერეს და მითხრეს, რომ სფფ-იდან იყვნენ და ნაკრებში მეპატიჟებოდნენ.

მიფიქრია თუ არა ამაზე? - არა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული და აჟამად მხოლოდ "როსტოვზე"
ვფიქრობ. ახლა ნაკრებში ვარ და რა თქმა უნდა, ეს კლუბში კარგმა ასპარეზობამ განაპირობა. ამიტომ, მთავარია, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინო", - თქვა ვახანიამ.

ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, სანკტპეტერბურგელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა და ამ სეზონის დაწყების წინ "როსტოვში" ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ დამკავშირებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაო და ნაკრებში თვითონ მიწვევდა თავს? თან არ უთქვამს, რო რუსეთის ნაკრებში უნდა თამაში, კლუბის წარმატებაზე ვფიფქრობო, დაუძახეს და არ ჩამოვიდა? ტყუილა არ უნდა გალანძღო ადამიანი.
გოგა
13:22 12-09-2023
4
რუსეთის ნაკრებს არ გაუმართავს ეს შეხვედრა ოფიციალურად ფიფას ან უეფას ეგიდით და ილოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გამოვიდეს საქართველოს ნაკრებში! ფედერაცია არ აკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს, თორემ ეს საკითხი საზონოვთან ერთად უნდა მოგვარებულიყო! ილოს წარმატებები! კარგი კაცი ხარ!
მწვრთნელი
11:35 12-09-2023
16

სიახლეები პოპულარული