დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
29 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა კარიერის გაგრძელება კატარის "ალ ახლიში" გადაწყვიტა, - იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

პსჟ ტრანსფერში 20 მილიონ ევროს მიიღებს, დრაქსლერი კი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს. ის დოჰაში შაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრაქსლერმა "ალ ახლიში" გადასვლა ოჯახური გარემოებების გამო გადაიფიქრა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეიცვალა მიღებული გადაწყვეტილება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც ფუტკრები ესევიან თაფლს, ისეა ამათი საქმეც, ფული ბაბაია, ფულიიი!
ლაშა
15 სექტემბერი 2023 12:05
0
ისე ამბობ თითქოს უკეთესი ხელფასისთვის სამსახურს არ შეიცვლიდი. ბაბაია ფულისთვის
Dima
15 სექტემბერი 2023 15:21
0
ნეტაი ჩვენ არ დაგვპატიჟებეეეენ????
რობი
15 სექტემბერი 2023 09:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული