"სანამ იტალიის ნაკრებს ჩაიბარებდა, ამ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი სპალეტიზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა მასიმო ფილარდიმ იტალიის ნაკრების თავკაცის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სანამ ტოსკანელი სპეციალისტი "აძურის" ჩაიბარებდა, "იუვენტუსის" გაწვრთნა სურდა.

"ჩემი აზრით, სპალეტის კრისტიანო ჯუნტოლისთან ერთად "ბიანკონერიში" გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი ამის წინააღმდეგი იყო, როდესაც ლუჩანოს იტალიის ნაკრებიდან დაუკავშირდნენ, ყველაფერი სწრაფად მოხდა", - განაცხადა ფილარდიმ.

შეგახსენებთ, ფილარდი "ნაპოლის" ღირსებას 1992 წელს იცავდა, სხვადასხვა დროს კი "ვარეზესა" და "ბენევენტოს" რიგებშიც უთამაშია.

altიტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა

alt

სპალეტიზე" />სპალეტის იტალიის ნაკრებში წარმატებული დებიუტი არ გამოუვიდა [VIDEO]

altსპალეტი იტალიის ნაკრების კაპიტნად დი ლორენცოს დანიშნავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული