"ნაპოლის" ფეხბურთელებმა და გარსიამ 20 წუთი ისაუბრეს - Corriere dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-4 ტურში "ჯენოასა" და "ნაპოლის" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია საკუთარ მოთამაშეებს გაესაუბრა, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ნაპოლის" მოთამაშეები გუშინ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, მათ რუდი გარსიამ საუბარი შესთავაზა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა აზრები გაცვალეს და განვლილი ოთხი მატჩი განიხილეს.

საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მართალია, ჯერჯერობით რუდი გარსიას ტაქტიკურ ცვლილებებსა და სიახლეებს შედეგი არ მოუტანია, თუმცა ხვალ გუნდი ბრაგაში გაფრინდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის
პირველ შეხვედრას გამართავს, ფრანგ სპეციალისტს კვირას "ბოლონიასთან" მეორე გამოცდა ელოდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგასა" და "ნაპოლის" მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altრა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

alt"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მეც ვესაუბრე 20 წუთი ჩემს ფილიპინელი თანამშრომელს დღეს და რა ვიცი,კიდე უნდა ვესაუბრო ჩემი მიზნის მისაღწევად
Levani
16:51 19-09-2023
0
რას ქვია საუბარი შეთავაზა და თან 20 წუთი ისაუბრესო. 20 წუთი მე ბაზარში ვეხვეწები გამყიდველს ფასი რომ დამიკლოს და ეს რა მწვრთნელია მეტ დროს რომ არ უთმობს ფეხბურთელებთან საუბარს?.
ბადრი
09:26 19-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული