"ყველაზე გულისამრევი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - რა თქვა ჟუნინიომ გარსიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას "პარტენოპეის" რიგებში წარმატებული სტარტი არ გამოუვიდა, ნეაპოლური კლუბი სერია A-ში ქულებს კარგავს, იტალიური პრესის ცნობით, მისი მუშაობით უკმაყოფილოა თავად კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც.

გარსია სხვადასხვა დროს "სენტ ეტიენს, "ლე მანს", დიჟონს", "ლილსა" და "ლიონს" წვრთნიდა, სწორედ ამ უკანასკნელის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პერნამბუკანომ მას ყველაზე გულისამრევი ადამიანი უწოდა, ვინც კი ფეხბურთში შეხვედრია.

"დიდხანს ვფიქრობდი, მესაუბრა თუ არა გარსიაზე. უბრალოდ იმიტომ, რომ მისი სახელის წარმოთქმაც კი ცუდ განწყობაზე მაყენებს. დამიჯერეთ, გარსია ყველაზე გულისამრევი ადამიანია, ვინც
კი ფეხბურთში შემხვედრია. კოლექტივის მართვას მხოლოდ შიშის დანერგვით ახერხებს. მისთვის წარმატება და გასახდელში ჯანსაღი ურთიერთობები მეორეხარისხოვანია.

ყოველთვის ცდილობს გავლენიან ხალხს ასიამოვნოს", - ამბობდა ჟუნინიო.

მომზადებულია Talksport-ის მიხედვით (გამოქვეყნდა 2023 წლის 5 იანვარს)

altჟუნინიომ ნეიმარის სიხარბესა და ბრაზილიელთა კულტურულ სიძუნწეზე ისაუბრა

altრა დროის დათმობას აპირებს გარსია ხვიჩასთვის? - "ნაპოლის" ზედიზედ მესამე სტუმრობა და სტაბილურობის სურვილი

altრუდი გარსია: ხვიჩას საუკეთესოდ სათამაშოდ დრო სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხციჩას ხელა მო---და, სად ახსენა ხვიჩა ჟუნინიომ? ან ყანწი და სადღეგრძელოები.
ზურას
19:37 23-09-2023
1
ანუ ვინც ხვიჩას სადღეგრძელოს ყანწით არ სვამს და ლექსებს არ უძღვნის, იმას ჩაქოლვა ? და ხვიჩა რომ ძველებურად ვერ თამაშობს ?
ზურა
14:43 23-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული