"შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ცუდი მწვრთნელია, მაგრამ..." - იტალიელი ჟურნალისტი გარსიაზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ გენიომ Telecapri-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" ყველა წარუმატებლობის რუდი გარსიაზე გადაბრალება არასწორია.

"არასწორია იმის თქმა, რომ ყველაფერი გარსიას ბრალია. ზოგადად, მწვრთნელის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე 5-6 ფეხბურთელის. ვეთანხმები, გუნდის წარუმატებლობა გარკვეულწილად ფრანგის ბრალია, შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ცუდი მწვრთნელია, თუმცა პასუხისმგებლობა სხვებმაც უნდა აიღონ", - განაცხადა დელ გენიომ.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სერია A-ს მე-5 ტურში "ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრება.

altრუდი გარსია: გოლის გატანა "კვარას" აკვიატებული იდეა არ უნდა იყოს

alt"ყველაზე გულისამრევი

ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - რა თქვა ჟუნინიომ გარსიაზე

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

მკითხველის კომენტარები / 10 /
სანიოლის მერე კობიაშვილი ამას მოიყვანს.
და რეკორდს მოხსნის
ნაკრებისთვის დანიშნული ეყოლება მსოფლიოს 3 ყველაზე უვარგისი მწვრთნელი
ვაისი
სანილოი
და გარსია
:)
10
გარსიას უკვე ბევრი შეცდომა თუ ცოდვა დაუგროვდა,ნაპოლიში,მაგრამ როცა სკუდეტოს საუკეთესო მცველს და გუნდის ლიდერს,გუნდიდან უშვებ,სხვა კი,არავინ მოგყავს,როცა გუნდის ყველა ლიდერი და შემადგენლობის უმრავლესობა ფინანსური კუთხით უკმაყოფილოა და გუნდის პრეზიდენტისაგან თავს,მოტყუებულად გრძნობს,ვერავინ შესძლებს,გუნდს ძველებურად ბრწყინვალე ფეხბურთი ათამაშოს.ისე ჩანს,რომ დე ლავრენტისი,შარშანდელი წარმატების გამეორებაზე არც კი ოცნებობს და არც თუ უსაფუძვლოდ,რადგან ამ გუნდის რესურსით,სკუდეტოს მოპოვება,შარშანაც სასწაულის ტოლფასი იყო და შუა სეზონში,მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვამ,ამაში მაგრად შეუწყო ხელი.წელს კი,ფავორიტები მთლიანად სკუდეტოზე არიან ორიენტირებულები,შემადგენლობებიც გააძლიერეს,ნაპოლისაგან განსხვავებით და საშუალო შესაძლებლობების გუნდისათვის მათი განმეორებით ჯობნა,მისი ოცნების ფარგლებს სცდება.ზედმეტი,ტყუილად რატომღა დავხარჯოვო,ალბათ ასე ფიქრობს დე ლავრენტისი,ფეხბურთელებისათვის ხელფასის მომატებაზე უარს რომ ამბობს.ისევ მაგრად ითამაშებენ,გუნდის ვარსკვლავები?ძალიან კარგი იქნება და დე ლავრენტისი ბევრს მოიგებს,არ ითამაშებენ?-იმ სასაცილო ხელფასების გადახდა,დიდი ხარჯი არ იქნება,ისე ცუდად კი,ისინი არ ითამაშებენ,რომ გუნდი, ფინანსურად ზარალში აღმოჩნდეს.ხვიჩასა და აიმენიში,არავინ გადაიხადა ისეთი თანხა,დე ლავრენტისს რომ უნდოდა.არც მაგასთან მიახლოებული.ჰო და თუ უფრო ნაკლებს გადაუხდის,გასაყიდი ფასის დანაკლისს,მათზე გაცემული ხელფასის დაკლებით აინაზღაურებს.რეალურ ფასად ამ ზაფხულსვე რომ გაეყიდა,ნეაპოლელები ააფეთქებდნენ და მხოლოდ კიმის გაყიდვა გაბედა,რადგან მანაც გაიწია.ახლა კი,ეტყობა ხვიჩას,ან ოსიმენის ჯერი მოახლოვდა და გულშემატკივრების მათ გაყიდვასთან შეგუებას,აქედანვე ცდილობს.არ ვამტკიცებ,იმას,ზუსტად ასეა მეთქი,მაგრამ ვერსიად,მგონი გამოდგება.გარსიამ,გუნდში მისვლამდე იცოდა,რომ გუნდი პირველობას ვერ შეინარჩუნებდა და ალბათ ამის შესახებ,დე ლავრენტისთან წინასწარ ექნება ნალაპარაკები.არ ღირს ,კვარამ ნერვები დაიწყვიტოს,მისი ქმედების გამო.მან უკვე აჩვენა,რა შეუძლია და ნაკრებში თუ ითამაშებს სრული ძალით,ყველა დაინახავს მის ფორმას,ნაპოლიში კი,წყნარად აგორაოს ბურთი და გაყიდვამდე,საკუთარი შრომით,ალალად გამოიმუშაოს,ის 1 მილიონი,რასაც დე ლავრენტისი უხდის.დაე მან კი არა,გუნდის პრეზიდენტმა ინერვიულოს,მწვრთნელთან ერთად.
სოსო
18:02 24-09-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული