ლინგარდი "ალ იტიფაქთან" ერთად ვარჯიშობს

AutoSharing Option
ჯესი ლინგარდი შესაძლოა "ალ იტიფაქს" შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბის მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი 30 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთ თვეში მიიღებს.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "ალ იტიფაქში" ერთ თვიან საცდელ პერიოდს გაატარებს.

შეგახსენებთ, ლინგარდი ბოლოს "ნოტინგემ ფორესტის" ღირსებას იცავდა, თუმცა გასული სეზონის ბოლოს მხარეებმა ხელშეკრულება გაწყვიტეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული