მილევსკი, რომელსაც თინა კანდელაკთან სექსი ჰქონდა, ახლა ალკოჰოლიზმს ებრძვის

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 38 წლის არტიომ მილევსკი, ალკოჰოლური პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, - იტყობინება მისი ყოფილი თანაგუნდელი ალეკსანდრ ალიევი.

"მადლობა ღმერთს, მისი საავადმყოფოში დაწვენა მოხერხდა. უკვე ხუთი დღეა იქაა. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა არა უშავს, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ", - წერს ალიევი სოციალურ ქსელში.

ადრე გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ მილევსკი გარეგნულად შეიცვალა, გასუქდა და იეჭვეს, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.

მილევსკის მკურნალობის ხარჯებს კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი დაფარავს.

არტიომი იმედისმომცემი ფეხბურთელი და საკმაოდ
სიმპათიური იყო. მას სასიყვარულო თავგადასავალი თინა კანდელაკთან ჰქონდა, მაგრამ ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა და საბოლოოდ სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სპორტული ინფორმაცია დამთავრებულა
ჯონდო
00:49 26-09-2023
0
ქვა უხლია თავში.მეტი სადარდებელი არ მოგვცა რა რამდენი ლოთი მოხვდება საავადმყოფოში.
დუდუ
12:13 26-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული