La Gazetta dello Sport: დე ლაურენტისი გარსიას შემცვლელზე ფიქრს იწყებს - კანდიდატები ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას შემცვლელზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 72-წლის კინოპროდიუსერი აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებს, ის ფრანგი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა.

გამოცემის ინფორმაციით, დე ლაურენტისის ნომერ პირველი სამიზნე ანტონიო კონტეა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი წინადადებას დათანხმდეს.

აურელიოსთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად იგორ ტუდორი რჩება, რომელიც ბოლოს "მარსელს" წვრთნიდა, ამჟამად კი უმუშევარია, თუმცა მისი გაწვრთნილი გუნდები 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ, რაც დე ლაურენტისს ყველაზე მეტად
მოსწონს.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, არაა გამორიცხული, რომ კლუბის პრეზიდენტი კრისტოფ გალტიეს ვარიანტსაც დაუბრუნდეს, რომელიც გუნდის ჩაბარებასთან გასულ ზაფხულს ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამს არჩევანი რუდი გარსიაზე გაკეთდა.

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

alt"შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ცუდი მწვრთნელია, მაგრამ..." - იტალიელი ჟურნალისტი გარსიაზე

altრასპადორი ძირითადში, დაცვის განახლებული დუეტი - რა ცვლილებებს გეგმავს გარსია "ბოლონიასთან"

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაპოლის სჭირდება იტალიელი მწვრთნელი.
simartle
17:01 26-09-2023
1
სახარეს სასკორავში ეტყობაო - არ გამოვა არაფერი ამ მწვრთნელით... თორემ, აჰა, და ვნახოთ... ასეთი გუნდი გყავდეს, ასეთი ფეხბურთელები და ასე ათამაშებდე... არ არის გარსია საკვარაცხელიე და საოსიმენე ტრენერი... თავისი ყოვლად უაზრო ექსპერიმენტები სჯობია უდინეზეში ან სასუოლოში ატაროს... ნაპოლს სხვა გაქანების, სხვა მასშტაბის ტრენერი უნდა...
რაც დროზე ააბარგებენ ქედამაღალ და ჯიუტ ფრანგს, მით მალე დაიწყებს ნაპოლი მოგებებს...
გიგი
14:44 26-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული