რუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს (0:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი ახსნა:

"რატომ შევცვალე "კვარა" და ოსიმენი? ჩვენ სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელები გვყავს. აქცენტს მხოლოდ სასტარტოს მოთამაშეებზე არ ვაკეთებთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ მთელი შემადგენლობა უნდა გამოვიყენო. გახარებული ვარ "კვარას" გამო, ვინაიდან შესანიშნავად ითამაშა, თუმცა შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთის მცირე პრობლემა ჰქონდა და არ მინდოდა, მისი დაკარგვის ფასად გამერისკა.

ოსიმენის გამოუყენებელ პენალტს რაც შეეხება, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. შეცვლაზე ვიქტორის რეაქცია კარგი არ იყო, მაგრამ
ამაზე მას და გუნდს უკვე ველაპარაკე. რაც ითქვა, გასახდელში რჩება. კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ახლა "უდინეზესთან" დაპირისპირებისთვის მომზადება გვჭირდება.

რატომ გადავეხვიე "კვარას"? მე ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხვევი".

მომზადებულია Tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგო ფეხბირთელები გყავს, მაგრამ მათი შემოსვლით თამაში უნდა გააძლიერო ხომ და არა უბრალოდ ჩაანაცვლო სტატისტიკისთვის. რამე მოუტანე გუნდს მაგ შეცვლებით? პირიქით შესუსტა შეტევა და ისე ჩანდა რომ ფრეს ინარჩუნებდით. ანგისას ნაცვლად რომ დამატებოდა ელმასი და მერე სიმეონც მიგეხმარებინა შეტევისთვის, გასაგები იქნებოდა, ახლა კი ისე გამოვიდა რომ 5 წუთიანი მუხტი რომელიც ძლივს დაიჭირა გუნდმა, ჩააცხრე ცვლილებებით.
2
კვარაცხელიას გარდა სხვა სპორტსმენი არ არის საქართველოში? ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და გაკვრით ახსენეთ და კვარაცხელია რა სიზმრებს ნახულობს იმაზე უშველებელ სტატიებს წერთ. 7 თვე გოლი არ გაუტანია და სექტა მაინც ბღავის პირველია მსოფლიოშიო და რომ ცვლიან თურმე როგორ შეიძლება.იმედია არ დაბლოკავთ.
დუდუ
10:25 25-09-2023
43

სიახლეები პოპულარული