"საუდის არაბეთში გამომუშავებულ მილიონებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მირჩევნია" - რაფა ლეაო

AutoSharing Option
"მილანის" შემტევმა რაფა ლეაომ გასულ ზაფხულს საუდის არაბეთიდან არაერთი შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

იტალიელმა ჟურნალისტმა ამ ყველაფრის შესახებ პორტუგალიელ ვარსკვლავსაც ჰკითხა, ლეაოს თქმით, საუდის არაბეთში გამომუშავებულ მილიონებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ურჩევნია.

"შეთავაზებები არაბული კლუბებიდან? ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში 10 მილიონ ევროზე მეტია. საიმისოდ, რომ მათ წინადადებას დავთანხმდე, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. ახლა მხოლოდ "მილანთან" ერთად წარმატებაზე ვარ ორიენტირებული", - განაცხადა ლეაომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ პორტუგალიელმა შემტევმა "როსონერისთან" კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

alt"მილანმა" ლეაოს კონტრაქტი გაუგრძელა

alt

"დამნაშავე ისაა, ვინც ამის თქმის უფლებას აძლევს" - ლეაო ჟურნალისტს გამოეხმაურა, რომელმაც მოწინააღმდეგეს მის შესაჩერებლად ფეხის მოტეხა დაუსახელა

alt"ხვიჩას ეს უნიკალური თვისება აქვს" - ტოტიმ კვარაცხელია და ლეაო შეადარა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავიდანვე რაღაც სულ ეს ბიჭი მომწონდა, რათქმაუნდა კვარას მერე, ისეთი ლაღი, თავისუფალი, ყველა თამაშიდან რო სიამოვნებას იღებს და აგერ დაამტკიცა კიდეც თავისი გადაწყვეტილებით.
მალხაზ ჯობავა
17:02 26-09-2023
0
ქართველები ერი და ბერი საკუთარ სისხლს და ხორცს ყიდდნენ ანაკლიაში , და მერე მორალს უკითხავენ მსოფლის . ჰმ...
1

სიახლეები პოპულარული