იტალიელმა ჟურნალისტმა ამ ყველაფრის შესახებ პორტუგალიელ ვარსკვლავსაც ჰკითხა, ლეაოს თქმით, საუდის არაბეთში გამომუშავებულ მილიონებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ურჩევნია.
"შეთავაზებები არაბული კლუბებიდან? ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში 10 მილიონ ევროზე მეტია. საიმისოდ, რომ მათ წინადადებას დავთანხმდე, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. ახლა მხოლოდ "მილანთან" ერთად წარმატებაზე ვარ ორიენტირებული", - განაცხადა ლეაომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ პორტუგალიელმა შემტევმა "როსონერისთან" კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
"მილანმა" ლეაოს კონტრაქტი გაუგრძელა
"ხვიჩას ეს უნიკალური თვისება აქვს" - ტოტიმ კვარაცხელია და ლეაო შეადარა