ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქციებს შეასრულებს "მილანის" ყოფილი ფორვარდი და რა იქნება მისი უშუალო პასუხისმგებლობა, მაგრამ უკვე დაიწერა, რომ ის ამას სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებს.
შევჩენკო უკრაინის ნაკრების ღირსებას 1995 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იცავდა და ამ დროის განმავლობაში 111 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.
ის თავისი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელიც გახლდათ 2016/21 წლებში.