შევჩენკო ზელენსკის მრჩევლად დაინიშნა - ყოფილი ფეხბურთელი საქმიანობას სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებს

AutoSharing Option
ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საგარეო მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქციებს შეასრულებს "მილანის" ყოფილი ფორვარდი და რა იქნება მისი უშუალო პასუხისმგებლობა, მაგრამ უკვე დაიწერა, რომ ის ამას სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებს.

შევჩენკო უკრაინის ნაკრების ღირსებას 1995 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იცავდა და ამ დროის განმავლობაში 111 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.

ის თავისი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელიც გახლდათ 2016/21 წლებში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სულ გაუმაძღარ კალაძეს არა ჰგავს?
მანი,მანი
11:34 27-09-2023
36
დღეს აფხაზეთის დაცემის დღეა!!!რომელიმე ქართველ სპორტსმენს გაახსენდა ეს დღე??პატივი მიაგო ომში დაღუპულ ქართველებს??ერთი პოსტი მაინც გაიზიარა სოც.ქსელსი??აი ამით განსხვავდებიან ჩვენი სპორტსმენები!!!!მხითარიანისგან,შევჩენკოსგან,დონჩიჩისგან,ჯოკოვიჩისგან,ზინჩენკოსგან!!!!!!
საქართველო უპირველესად
15:32 27-09-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული