"აიაქსში" ცვლილებები გრძელდება - ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გადადგა

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში", რომელმაც მიმდინარე სეზონი კატასტროფულად დაიწყო, ცვლილებები გაგრძელდა.

მოგეხსენებათ, ერედივიზიონის გასული ტურის მატჩი ამსტერდამელები საკუთარ მოედანზე "ფეიენოორდთან" 0:3 მარცხდებოდნენ, რის შემდეგაც ფანებმა მოედანზე ფოიერვერკების სროლა დაიწყეს და შეხვედრა 27 სექტემბრისთვის გადაიდო.

როტერდამელებთან დაპირისპირების დღესვე "აიაქსის" სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი გადააყენეს, დღეს კი წასვლის შესახებ განცხადება უკვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ ერინგამაც დაწერა.

ერინგამ აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციაში არ უნდა წაუყრუოს, როდესაც სიტუაცია კარგად არ მიდის, მდგომარეობა უნდა შეფასდეს, თანამდეობას ტოვებს და მუდმივად ამსტერდამული გუნდის გულშემატკივრად დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა პატრონი ყავს ასეთი ამ მწვრთნელს, მთელი სტაფი დაითხოვეს და მაგას ვერავინ ეხება.დდდ
ტტტ
20:15 27-09-2023
0
საქმეში ნახონ მიქაუტაძე, ან რა პრესა აქ, ორი თამაში არ ათამაშეს ბიჭი გადაბმულად და უკვე აკრიტიკებენ სულელი ჟურნალისტები. ჟორჟი არსად დაიკარგება, იმედია დრო მიეცემა ამის დასამტკიცებლად.
რაბუ
18:30 27-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული