ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ნაპოლისა" და "უდინეზეს" (4:1) მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკა.
იტალიელის თქმით, ნიგერიელი ფორვარდი ზედმეტად ჭირვეულია, ზოგჯერ კი მოედანზე მისი ქმედებები გულშემატკივრებისთვის გამაღიზიანებელია.
"ოსიმენი ზოგჯერ ზედმეტად ენერგიულად თამაშობს, ხანდახან კი ბევრს წუწუნებს და ჭირვეულობს, რაც გულშემატკივრებისთვის გამაღიზიანებელია. ის გრძნობს, რომ "ნაპოლი" გასულ სეზონთან შედარებით განსხვავებული გუნდია, ცდილობს ლიდერობა საკუთარ თავზე აიღოს", - განაცხადა დი კანიომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს ხვალ, 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
14:00 29-09-2023
"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მე კიდე პირიქით მასეთი რომ არის მაგიტომ მომწონს.
19
7
თვითონ ხო რას ამბობ, ერთერთი უდისციპლინო ტიპი იყო
13
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული