"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ნაპოლისა" და "უდინეზეს" (4:1) მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკა.

იტალიელის თქმით, ნიგერიელი ფორვარდი ზედმეტად ჭირვეულია, ზოგჯერ კი მოედანზე მისი ქმედებები გულშემატკივრებისთვის გამაღიზიანებელია.

"ოსიმენი ზოგჯერ ზედმეტად ენერგიულად თამაშობს, ხანდახან კი ბევრს წუწუნებს და ჭირვეულობს, რაც გულშემატკივრებისთვის გამაღიზიანებელია. ის გრძნობს, რომ "ნაპოლი" გასულ სეზონთან შედარებით განსხვავებული გუნდია, ცდილობს ლიდერობა საკუთარ თავზე აიღოს", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს ხვალ, 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლიმ"

ოსიმენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
მკითხველის კომენტარები / 10 /
დი კანიო მუსოლინის საპატივცემულოდ იყენებდა ძველი რომალები არ ვიცი, იქნებ ისიც უარყოთ, რომ ლაციო დუჩეს გუნდი იყო, რომლის ემბლემა დღესაც ფრთაგაშლილი არწივია.
bs-ს
14:30 30-09-2023
2
უნდა წამოვიდნენ ოსიმენი და კვარა მანდედან და სდიონ მერე მონცას და კრემონეზეს. მიხვდებიან რა დაკარგეს :)
კ.მარქსი ფ.ენგელსი
01:26 30-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული