
გამოცემის ინფორმაციით, "მარსელის" ყიდვას არაბული კომპანია გეგმავს. საუდელებმა "ზიზუ" დაარწმუნეს, რომ მათ ამბიციური გეგმები აქვთ, ფრანგი სპეციალისტი კი წინადადებას დათანხმდა და გუნდს ჩაიბარებს, თუ ისინი კლუბის ყიდვას შეძლებენ.
წყაროს ცნობით, არაბები ზიდანს პირველ სატრანსფერო ფანჯარაზევე 300 მილიონ ევროს გამოუყოფენ.
შეგახსენებთ, ლეგენდარული ფრანგი 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.