დევიდ სიმენი: პოჩეტინოს დრო უნდა მისცენ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, დევიდ სიმენმა, "ჩელსის" შესახებ ისაუბრა. "არსენალის" ყოფილი კარის დარაჯის თქმით, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობამ "ლურჯების" მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, შედეგების გამოსასწორებლად დრო უნდა მისცეს.

"თუ პოჩეტინოს გაათავისუფლებენ, მათ ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევთ. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი გამოსწორდება. არგენტინელი მწვრთნელის შესაძლებლობების მჯერა", - განაცხადა სიმენმა.

შეგახსენებთ, "ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული