ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "ვაალვიკის" მეკარეს ეტიენ ვასენს "აიაქსის" თავდამსხმელის ბრიან ბრობის ფეხი მოხვდა თავში, რის შემდეგაც გრძნობა დაკარგა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი კლუბის დირექტორმა ფრანკ ვან მოსელველდმა გააკეთა.
"ჩენ ყველანი შოკში ვართ. საბედნიეროდ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, გრძნობაზე იმყოფებოდა. თუმცა, საერთოდ არ ახსოვდა, რა დაემართა. სასიხარულოა, რომ კითხვებზე პასუხი გასცა. არის რაღაცები, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია. ვლოცულობთ, რომ ის კარგად იყოს", - ციტირებს მოსელველდს ESPN NL.
ვასენი 28 წლისაა, "ვაალვიკის" აღზრდილია და უკვე
8 წელია ძირითად შემადგენლობაშია. მას ახლახან კონტრაქტი გაუგრძელეს და გახარებულმა თქვა, რომ 50 წლამდე აპირებს თამაშს. იმედია, ითამაშებს კიდეც.
შეგახსენებთ, მატჩი 86-ე წუთზე შეწყდა, როდესაც "აიაქსი" 3:2-ს იგებდა. ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.