"ნაპოლიში" ზომები მიიღეს - ოსიმენის გარშემო სკანდალი დასრულდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, პლატფორმა Tik Tok-ზე "ნაპოლის" ოფიციალურ გვერდზე ვიქტორ ოსიმენის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც მოთამაშისთვის იმიჯის შემლახველი გახლდათ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნიგერიელის აგენტი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას განიხილავდა.

როგორც ჩანს, სკანდალი დასასრულს მიუახლოვდა, "პარტენოპეის" სოციალური მედიის მენეჯერმა ალესიო ფორტინომ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

"დღეს, 805 დღის შემდეგ, "ნაპოლიში" ჩემი თავგადასავალი დასრულდა. ბევრი ასეთ სამსახურზე ვერც იოცნებებდა, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო კოლეგების, გულშემატკივრებისა და თანამშრომლების მიმართ. ეს გადაწყვეტილება მიღებული რამდენიმე კვირის წინ იქნა, რადგან ზოგიერთი სუბიექტის მხრიდან უკმაყოფილებას
ადგილი არ ჰქონოდა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - წერს ფორტინო.

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

altხვიჩას ასისტი და ოსიმენის გოლი - 58-ე წუთზე ქართველი რასპადორიმ შეცვალა

alt"რეალი" ოსიმენის გადაბირებას ზამთარში შეეცდება

alt"ნაპოლიში" სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება - "უდინეზესთან" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ოსიმენი თანაგუნდელებს არ მიესალმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეტყობა რაღაც ხეირი ნახა იმ ვიდეოს დადებით.თუ ასე არაა მაშინ მაგარი ბიზვინა'მზე'ყოფილა.
ენძო
12:02 02-10-2023
0
მაგას იმსახურებდა ვიქტორი? პირველ რიგში ადამიანური თვალსაზრისით, ვერანაირ "იუმორში" ვერ ჯდება. დეგენერატი სუფთა, ეს იყო სუფთა პროვოკაცია შეიძლება დაავალეს კიდევაც ვიღაცეებმა გუნდში სიტუაციის არევა.
Kobi
20:07 01-10-2023
1

სიახლეები პოპულარული