"გგონიათ, რომ ოსიმენის და "ნაპოლის" კონფლიქტი დასრულდა? ამას დანამდვილებით გეუბნებით..." - იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ნიგერიელზე საუბრობს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, გუშინ "ნაპოლიმ" პლატფორმა Tik Tok-ზე ვიქტორ ოსიმენის იმიჯის შემლახველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო სოციალური მედიის მენეჯერი გაათავისუფლა.

თავის მხრივ, ნიგერიელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "პარტენოპეი" მუდამ მის გულშია და ამ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მიუხედავად ამისა, იტალიის ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილი მცველი ანტონიო ადანი ამტკიცებს, რომ ოსიმენი "ნაპოლისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მხარეებს შორის ურთიერთობის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ გარსიას გუნდმა ასპარეზობა მძიმედ დაიწყო, ვთვლი, რომ მაინც ძლიერი გუნდია რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელით. დარწმუნებული ვარ, სერია
A-ს მოსაგებად იბრძოლებენ.

რაც შეეხება ოსიმენს, აქ სიტუაცია რთულია და მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვა წარმოუდგენლად მიმაჩნია, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. სოციალურ ქსელში მისი წერილი ვნახე, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პრობლემა ამით დასრულდა", - განაცხადა ადანიმ.

alt"ნაპოლიში" ზომები მიიღეს - ოსიმენის გარშემო სკანდალი დასრულდა

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"ნაპოლიში" სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება - "უდინეზესთან" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ოსიმენი თანაგუნდელებს არ მიესალმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Kvara da osimeni gareshe napoli ateulis gundia
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული