"თუ "ნაპოლი" ამ უპირატესობას გამოიყენებს, "რეალს" დაამარცხებს" - Sky Sports-ის კომენტატორი

AutoSharing Option
ხვალ, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, "ნაპოლი" "რეალს" უმასპინძლებს.

Sky Sports-ის კომენტატორის, ლუკა მარჩეჯანის აზრით, "პარტენოპეიმ" ტიბო კურტუას არყოფნით უნდა ისარგებლოს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა კარის დარაჯმა სეზონის დაწყების წინ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დიდი დრო გაუცდება, მის შემცვლელად კი "სამეფო კლუბმა" "ჩელსიდან" იჯარის წესით კეპა არისაბალაგა დაიმატა.

"რეალი" შესანიშნავი გუნდია. დიდი შანსია ამ მატჩში გადამწყვეტი ჯუდ ბელინგემის ფაქტორი აღმოჩნდეს.

"ჯუდს შეუძლია იმოქმედოს როგორც მარცხენა ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე 10-იანის პოზიციაზეც. ხოსელუც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ვინისიუსი ტრავმიდან დაბრუნდა. "რეალს"
უძლიერესი ნახევარმცველები ჰყავს. რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს, ეს უკვე 10 წელია გრძელდება, მუდამ ახერხებენ, რომ ხარისხიანი ნახევარმცველები ამავე დონის მოთამაშეებით ჩაანაცვლონ.

მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტის გუნდს ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები აქვს. მაგალითად, "ბლანკოსმა" ტიბო კურტუას სათანადოდ ჩანაცვლება ვერ მოახერხა. ვფიქრობ, რომ კეპა არისაბალაგა არადამაჯერებელია. "რეალს" მილიტაო და ალაბაც აკლია. თუ "ნაპოლი" ამ უპირატესობით ისარგებლებს, მაშინ მადრიდელთა დამარცხების შანსები ექნებათ", - განაცხადა მარჩეჯანიმ.

alt"ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე "რეალმა" "ჟირონას" ადვილად მოუგო [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
Magrad gauchirdeba Napolis frec itamashos, Xoselus nacvlad kargil 9 to kavdes Reals, minimum 4 gautans,
1-3, 2-3, rame amgvari shedegi ikneba, mtavaria Kvaram kargat itamashos

Dato
17:24 03-10-2023
0
თავს რომ გადაახტეს ჯერ თავზე მაღლა უნდა ახტეს როცა ახტება მაშინაც გადაახტება.
niko
20:32 02-10-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული