"მას ვიცნობ და ვიცი, რომ ამპარტავანია" - ენრიკეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნიუკასლისა" და "პარი სენ ჟერმენის" (4:1) მატჩის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარმა პარიზელთა მწრთნელის, ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა.

ფრანგის თქმით, იგი ლუის ენრიკეს კარგად იცნობს და ფიქრობს, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა.

"ლუის ენრიკეს კარგად ვიცნობ, მასთან ერთად "ბარსელონაში" ვთამაშობდი და ვიცი, რომ ზედმეტად ამაყია. ყოველთვის დიდი ეგო ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასეთია.

ვფიქრობ, მესისა და ნეიმარის წასვლით პსჟ დასუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს, მათგან სუპერვარსკვლავი არცერთი არ გახლავთ", - განაცხადა დიუგარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული