კილიან აზარი - ჩემი ძმა ცხოვრებით ტკბება, მის ადგილას კარიერას დავასრულებდი

AutoSharing Option
"მოლენბეკის" ფეხბურთელმა კილიან აზარმა საკუთარი ძმის, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდში გადასვლას არ ჩქარობს. კილიანის თქმით, ედენი კვლავ მადრიდში ცხოვრობს და დასვენებით სიამოვნებას იღებს.

"ახლა ედენი მადრიდშია, მისი შვილები ამ ქალაქში სწავლობენ და ქალაქის შეცვლა არ სურთ. ვიცი რას აკეთებს ყოველდღე, ის ცხოვრებით ტკბება.
მის ადგილას რომ ვიყო, საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, ვფიქრობ, მან ოჯახთან ერთად დროის გატარება დაიმსახურა", - განაცხადა აზარმა.

altაზარი კარიერას ასრულებს? - ბელგიელმა შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდოს

altაზარის პრემიერლიგური

შანსი - ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბელგიელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე ალალი კაცი ფულიც არ უნდა თორემ ვინც საუდებში წავიდა იმათმა განა არ დაასრულეს კარიერა?!
:)))))))
10 ოქტომბერი 2023 13:37
0
საკლუბო დონეზე მაინც მოიგო ტიტულები და ჩელსიში ლამაზი ეპოქა შექმნა
გოჩა
10 ოქტომბერი 2023 13:35
0
ბელგიელი ქინქლაძე ... პროსტა ამან გიოზე მეტი ითამაშა და იშოვნა
bejo
08 ოქტომბერი 2023 23:51
0
ედერის საფეხბურთო კარიერა და თვითონ როგორც ფეხბურთელი, რეალმა დაასამარა!
მწარე სიმართლე
08 ოქტომბერი 2023 22:09
3
მურთოს ძმაო! როცა მწვრთნელი ამოიჩემებს ფეხბურთელს და ფაქტიურად სკამზე დასვამს, ფეხბურთელი ფორმიდანაც ამოვარდება და საერთოდაც გულს აიცრუვებს თამაძზეც. ასე ყავდათ ბარსაშიც კოუტინიო, მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელი, მაგრამ ისევ მწვრთნელის პარანოიკული ამოჩემების გამო, კოუტინიოც ჩაკვდა როგორც ფეხბუერთელი. ისე, რო ყველაფერში ფეხბურთელების ბრალიც არ არის. მწარე სიმართლე.
მურთოს
08 ოქტომბერი 2023 23:42
2
რეალმა კი არ დაასამარაა არამედ თავისმა სიზარმაცემ. 100 კილო რომ იყო ეგ რეალის ბრალი იყო? ამდენ ტრავმებს იღებდა მერე ვარჯიშებზე იმის გამო რომ ვეღარ დარბოდა და ვეღარ მოძრაობდა ამხელა ღიპით. ამხელა წონით კიდე ვერანაირად ითამაშებდა ისე როგორც ჩელსიში. მერე რომ ჩადგა ფორმაში და შედარებით ცოტა დაიკლო, მაგრამ არა იმდენი რამდენიც საჭიროა, მერე უკვე დავიწყებული ქონდა თამაში და არც სხვაგან წასვლა უნდოდა. იმიტომ რომ სკამზე იჯდა და 22 მილიონს იღებდა, სულ ეკიდა ფეხბურთი!!!
მურთო
08 ოქტომბერი 2023 22:39
3

სიახლეები პოპულარული