"ბარსელონა" "ელ კლასიკოს" დიდი დანაკლისით ხვდება

AutoSharing Option
გუშინ, 8 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-9 ტურში, "გრანადასა" და "ბარსელონას" (2:2) მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის სამწუხარო ამბავი გავრცელდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრავმების გამო 28 ოქტომბერს "რეალთან" დაპირისპირებაში  ხავის გუნდს ჟიულ კუნდე, ფრენკი დე იონგი და რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარებიან.

ბოლომდე გარკვეული არც პედრისა და რაფინიას მდგომარეობაა, თუმცა ზემოხსენებული სამი ფეხბურთელი "ელ კლასიკოს" 100 პროცენტით გამოტოვებს.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილში 21 ქულით მე-3 ადგილზეა, "რეალი" კი 24 ქულით გათამაშებას ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გულნატკენებო, შეგახსენებთ ბარსაზე ახლაც მიდის სასამართლო საქმე მსაჯების მოსყიდვაზე და ერთ საკითხში დაუდასტურდათ კიდევაც.
Dima
02:06 11-10-2023
0
მაგრად ეწევი? რეალის ფანი ხარ, გამოდი გიცანით :-) ისე, რეალის ფანი რომ სხვაზე მაგას იტყვი, არ გიტყდება?
dima-s
11:12 10-10-2023
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული