"ჩემი იმიჯი გაანადგურეს, არავინ დამიცვა" - ჰერმოსომ, რომელსაც რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა ჯენიფერ ჰერმოსომ მუნდიალის დაჯილდოებისას მომხდარი ფაქტის შემდეგ განვითარებულ თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა:

"მე არ მქონდა რეაგირების დრო. არ ვიმსახურებ ამ ყველაფერს. რთულია, იცხოვრო, როცა სახლიდან გასვლა არ შეგიძლია.

მადრიდის დატოვება მომიწია, რომ ჩემზე ზეწოლა შემცირებულიყო. რატომ უნდა ვიტირო ჩემს ოთახში, როცა მე არაფერი დამიშავებია?! ჩემი იმიჯი გაანადგურეს და ჩემი დაცვა არავინ მოინდომა.

მეუბნებოდნენ, რომ დამიცავდნენ, მაგრამ ჩემს მხარეს არავინ დადგა, რომ დავეცავი. კოცნის დროს შოკში ვიყავი. ეს მოხდა ისტორიული მომენტის დროს, რომლის მისაღწევადაც წლები ვშრომობდით.

არ ველოდი, რომ რამე მსგავსი მოხდებოდა. ადრენალინის მოზღვავების გამო მე მას ჩავეხუტე. ის მიიჩნეოდა ადამიანად, რომლის ნდობაც შეიძლებოდა და მსგავს რამეს არავინ ელოდა", - აქვეყნებს ჰერმოსოს სიტყვებს Marca. 

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოებისას ჰერმოსოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა და საბოლოოდ, რუბიალესმა პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ისე იქცევა თითქოს რამე მაგდაგვარი არ გამოუცდია...არა და ისე თავებთან ერთად დედებსაც იტ...ავენ დღეში 1000ჯერ და საქვეყნო ამბორმა ჩააგდო კრუნჩხვებში
რობი
17:13 12-10-2023
0
გაგერტყა იმ წუთში ლოყაში და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა
მორიელი
23:05 11-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული