"გარსიას მხოლოდ ამ შემთხვევაში გავათავისუფლებ; ვინ მსურდა სპალეტის შემცვლელად?" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქალაქ რომში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 72 წლის კინოპროდიუსერმა პირველ რიგში კომენტარი "პარტენოპეის" მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიაზე გააკეთა.

"გარსია ამჟამად რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავათავისუფლებ, თუ ამის საჭიროება დადგება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება. მჯერა, რომ სკუდეტოს მოგებისთვის ძალებს არ დავიშურებთ.

როდესაც ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლი" დატოვა, მოლაპარაკებებს ტიაგო მოტასთან და ლუის ენრიკესთან ვაწარმოებდით. მოტამ ვერ გარისკა, ლუის ენრიკეს შემთხვევაში კი ნამდვილად გაგვიმართლა, ალბათ ხედავთ, თუ როგორი შედეგები აქვს
საფრანგეთის ჩემპიონატში. მასთან საუბარმა არ აღმაფრთოვანა, მისი სიტყვები არადამაჯერებელი იყო", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს ცხრილში 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

alt8000 ევრო დღეში - ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს გარსია "ნაპოლიში" და რა თანხის გადახდა მოუწევს "პარტენოპეის", თუ ფრანგს დაითხოვს

altგარსია შესაძლოა ამ თვეში უმუშევარი დარჩეს - კვარაცხელიას დამრიგებლად სუპერშემტევითი ტაქტიკის მოყვარულ მწვრთნელს ვიხილავთ?

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავს ნუ ისულელებ ლავრენტი, " ნაპოლი " - ის მთავარი პრობლემა შენ ხარ
ბესო
09:19 11-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული