
წყაროს ინფორმაციით, ფრანგს "პარტენოპეისთან" 2025 წლის ზაფხულამდე აქვს ხელი მოწერილი შრომით ხელშეკრულებაზე და დღეში 8000 ევროს გამოიმუშავებს, რაც სეზონურად 3 მილიონი ევროა.
Arenanpol-სვე ცნობით, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მას დაითხოვენ, "ნაპოლი" ხელფასის მხოლოდ იმ ნაწილს გადაიხდის, რაც გარსიამ 2024 წლის 30 ივნისამდე უნდა გამოიმუშაოს.
შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინასთან" მარცხის შემდეგ (1:3) აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ "პარტენოპეი" გუნდის მწვრთნელს მალე დაითხოვს.